суббота, 19 марта 2011 г.

ჩურჩხელები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის


1.    პროექტის სახელწოდება : ჩურჩხელები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის
2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით : ჩვენს გვერდით ბევრი ისეთი ბავშვია, ვისაც ოჯახური სითბო , სიყვარული,მშობლებისა და და- ძმების მზრუნველობა აკლია. ჩვენი პროექტით გვინდა მცირეოდენი ყურადღება ვაგრძნობინოთ მათ.
3.    პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ სამზარეულოს ერთ-ერთ ცნობილ ტკბილეულს ჩურჩხელას. მოიძევენ გამოკითხვითა და ინტერნეტით ჩურჩხელის წარმოშობის ისტორიას. გაარკვევენ რატომ ქვია ეს სახელი. საქართველოს სხვადასხხვა კუთხეში როგორ მზადდება ეს ნუგბარი და მოიძიებენ მისიდამზადების ტრადიციას. არკვევენ რომ არის თხილის, ნიგოძის და ჩირის ჩურჩხელა.
4.    პროექტის მიზანი :პროექტის მიზანია ბავშვების მიერ, საკუთარი ხელით  ჩურჩხელების  დამზადება თანატოლებისთვის,რომელთა გვერდით არ არიან მშობლები , ახლობლები. ისინი ხომ საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს. ამ პროექტით კი ბავშვები მათ ზრუნვასა და ყურადღებას აგრძნობინებენ. გაუთბობენ პატარა გულებს და კიდევ ერთხელ შეახსენებენ რომ ისინი ახსოვთ, უყვართ და რომ ცხოვრება მშვენიერია
5.    მონაწილეთა ასაკი  :   10-12 წელი
6.    ვადები/ ხანგრძლივობა : ერთი თვე
7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : ჩურჩხელას დამზადება.  ბავშვებში ზრუნვის ,სიყვარულის და თანადგომის გაღრმავება. პრეზნტაცია,ბლოგზე განთავსება.
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : თხილი, ბადაგი, ფქვილი, ქვაბი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
9.    პპროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები) : ბავშვები მასწავლებლის დახმარებით ადუღებენ თათარას.ძაფზე ასხმულ თხილს ამოავლებენ რამდენჯერმე თათარაში და ჯოხზე კიდებენ რომ შეშრეს. რამდენიმე დღის შემდეგ მიდიან  ბავშვთა სახლში ,გადასცემენ თანატოლებს  თავიანთ ნახელავს. მოუყვებიან მისი დამზადების წესს.თავაზობენ მომავლისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობის იდეას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ხელოვნება, ეთიკა.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) : ეკა ბერიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :ekaterina.beridze@gmail.com
13. პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი :ekamerabi.blogspot.com